|
2017-11-13 10:56:44, 1155 ნახვა
რეგიონი
ახლადარჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უფლებამოსილებას შესრულებას შუდგა
შუახევის ახლადარჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების 71,48 % მიიღო. ფრიდონ ფუტკარაძე დაიბადა 1976 წლის 4 აგვისტოს შუახევის რაიონში; 1993 წელს დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა; 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით; 1993-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1995-2004 წლებში ეკავა შუახევის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობა; 2004-2005 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად; 2005-2006 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი; 2006-2012 წლებში მუშაობდა შსსს ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 2012-2014 წლებში ეკავა შსსს შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2014-2017 წლის მარტამდე მუშაობდა ჯერ შსსს ქედის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე; 2017 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ჯერ შსსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ შსსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი; ჩაბარებული აქვს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კურსი და ჩაბარებული აქვს შესაბამისი ტესტური გამოცდა; ფლობს რუსულ ენას; ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)