07:19 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 16:42:27, 1888 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის მერიის თასის“ გათამაშების ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება

კვირას, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე -"მარაკანა", ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის თასი“-ს გათამაშების ფინალი გაიმართება.

თასის გათამაშებამ სტარტი აპრილში აიღო. მასში მონაწილეობას იღებდა თბილისის 30 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, რომლებიც, ამავდროულად „თბილისის ლიგა 2017“-ის მონაწილეები იყვნენ. ფინალისტი გუნდები ­- სამოყვარულო საფეხბურთო კლუბები "ნახალოვკა" და "35-ე თბილისი" - ოლიმპიური სისტემით გამოვლინდნენ.

გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა სიმბოლური და ფულადი პრიზები.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი 18 ნოემბრიდან ჩაერთვება „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს 16 საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი.

სეზონის ბოლოს თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „თბილისის მერიის სუპერთასი“-ს მოსაპოვებლად.

დასწრება თავისუფალია.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics