2017-11-10 10:48:12, 1973 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სეიმის მარშალს მარეკ კუხჩინსკის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების და ინტენსიფიკაციის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
აღინიშნა პოლონეთის პარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ისეთ მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში როგორიცაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.
საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სეიმის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ასპარეზზე.
ავტორი: ,