|
2017-11-08 13:38:26, 7962 ნახვა
კულტურა
დღეს ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება
SOLO და კომპანია „ალექს პრომოუშენი“ წარმოგიდგენთ იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის − კეიკო მაცუის LIVE კონცერტს თბილისში. კონცერტი დღეს, საღამოს 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება. „ნიუ ეიჯისა“ და „ჯაზის“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი სპეციალურად ქართველი მაყურებლის წინაშე ყველასათვის ცნობილი ჰიტებით წარსდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღავნელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტი კამოლიდინ ურინბაევის დირიჟორობით. მუსიკოსები უკვე თბილისში იმყოფებიან და კონცერტის წინა გენერალურ რეპეტიციას გადიან. როგორც იაპონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა კეიკო მაცუიმ SOLO-ში სტუმრობისას აღნიშნა: „დღევანდელ საღამოს მსმენელს ბევრი სიურპრიზი და ძალიან საინტერესო კონცერტი ელის - მე მოხარული, ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში და მიწევს ისეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან მუშაობა როგორიც ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრია, ასევე დღევანდელი კონცერტი იქნება საუკეთესო კოლაბორაცია საქართველოს ეროვნული და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრების, მსმენელს წინ სასიამოვნო საღამო ელის“. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge ; http://facebook.com/www.SOLO.ge (R)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)