|
2017-11-07 17:03:46, 2319 ნახვა
საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში ღონისძიებები გაიმართება
„ილია - ჩვენი თანამედროვე" - ამ სლოგანით, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, 8 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება ლიტერატურული კონკურსით თემაზე - „ილია - ჩვენი თანამედროვე"; გურამიშვილების მარანში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და ლექცია თემაზე - „ილია და მეღვინეობა"; ხელოვანებისა და პუბლიცისტებისთვის, 8 კატეგორიაში გაიცემა ილიას პრემია; მოეწყობა საბავშვო-გასართობი კუთხეები; კინოჩვენება, გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა; საღამოს დაასრულებს მუსიკალური პროექტი „საგურამოს ეზო", რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს, თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, მოქალაქეებს უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები ვარდების მოედნიდან 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა. 8 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - „ილია ჭავჭავაძე - 180". 10:00 საათიდან დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები ყვარელში. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება; ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; კახური ტრადიციული კერძებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დაგემოვნება; ასევე, დაჯილდოვდებიან 2016 -2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები. ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი თბილისში 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. თბილისის კლასიკური გიმნაზია უმასპინძლებს გამოფენას - „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს", რომელზეც წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის ნივთები; ასევე, დაარსდება სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოება. 8-დან 20 ნოემბრის ჩათვლით კი, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია-დისკუსიები გაიმართება. 9 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგმება სპექტაკლი „ მგზავრის წერილები"; ხოლო 10 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში -„კაცია-ადამიანი?!".
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)