12:25 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:27:11, 1922 ნახვა

ეკონომიკა
ბიუჯეტი სოფლის მეურნეობას 276 მილიონი ლარით დააფინანსებს

პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო პროგრამები გააცნო. სულ აღნიშნული პროგრამების შესასრულებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 276 მლნ ლარი გამოეყოფა.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარება, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები, აგროდაზღვევის უზრუნველყოფა, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და სხვ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში“ ხორციელდება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა და პროექტის დაწყებიდან სულ გაცემულია 28,945 სესხი. ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეიქმნა 138 ახალი საწარმო, გადაიარაღდა/ გაფართოვდა 750-ზე მეტი საწარმო, ხოლო საანგარიშო  პერიოდში - შეიქმნა 15 ახალი და გადაიარაღდა 50 საწარმო.

ბიუჯეტიდან ასევე დაფინანსდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა „აგროდაზღვევის“ კომპონენტი, რომელიც შეიქმნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით; სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოების თანადაფინანსება; დანერგე მომავალი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა და სხვა.

 

(NS)   





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს - მარნეულში ქალი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics