01:07 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 18:42:15, 2109 ნახვა

ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი იქნება

ჰენრიკ ჰოლოლეი ეკონომისტი, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტისა (Tallinn Technical University https://www.facebook.com/TallinnTech/) და დანიის აარჰუსის უნივერსიტეტის (Aarhus University) https://www.facebook.com/aarhusuni/) კურსდამთავრებულია.

1995-2004 წლებში  ჰოლოლეის ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ესტონეთის მთავრობაში. მას, ქვეყნის  მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან უშუალო თანამშრომლობით, დიდი წვლილი მიუძღვის ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის გატარებაში.

2001-2002 წლებში ჰენრიკ ჰოლოლეი იყო ესტონეთის ეკონომიკის მინისტრი. 2002-2003 წლებში ის წარმოადგენდა ესტონეთის მთავრობას იმ გუნდში , რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ევროპის კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა( the Convention on the Future of Europe).

2004 წელს  ჰენრიკ ჰოლოლეი გადავიდა ევროკომისიაში ვიცე-პრეზიდენტის სიიმ კალასის  https://www.facebook.com/kallassiim/) კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციაზე. 2004-2010 წლებში, ვიცე-პრეზიდენტ კალასის პირველი მანდატის დროს, იგი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციას, აუდიტს და თაღლითობის საწინააღმდეგო საქმიანობას, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის მეორე მანდატის დროს,  2010-2013 წლებში იგი ტრანსპორტის საკითხებზე მუშაობდა.

2013 წლის ნოემბრიდან ჰოლოლეი ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედ  კომიტეტში ევროკომისიის წარმომადგენელი იყო.

ჰენრიკ ჰოლოლეი ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი ხელმძღვანელობს  600-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, ოთხ სხვადასხვა სატრანსპორტო სააგენტოს, (EASA, EMSA, ERA, INEA) ასევე, ორ ერთობლივ ქვეპროგრამას (SESAR, S2R), რომელთა საშუალებითაც ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს.

სხვადასხვა წლებში  ჰენრიკ ჰოლოლეის ჯილდოდ გადაეცა ლომის დიდი ჯვარი ფინეთის პრეზიდენტისგან, თეთრი ვარსკვლავის მე-3 თანრიგის ორდენი ესტონეთის პრეზიდენტისგან, Chevalier de l'Ordre du Mérite-ის ორდენი საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ასევე აღიარების ჯვარი ლატვიის პრეზიდენტისგან და ღირსების ორდენი მოლდოვას პრეზიდენტისგან.

2014 წლის მაისში ესტონურმა ევროპულმა მოძრაობამ  ჰენრიკ ჰოლოლეი „წლის ევროპელად“ დაასახელა.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/transport-infrastructure/152-henrik-hololei

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics