|
2017-11-01 17:41:34, 1612 ნახვა
საზოგადოება
Statusdonates-ის გმირების წარმატება
„თიბისი სტატუსისა“ და მისი მომხმარებლების დახმარებით საქველმოქმედო პლატფორმის Statusdonates.ge გმირებმა საკუთარ მიზნებს მიაღწიეს. პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ საფრანგეთის კინოგაქირავებაში მოხვდა. ამასთან, "ჯიბის კაცი" 85 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული. ეს არის პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომლის ავტორს, 27 წლის ანა ჩუბინიძეს სტატუს მომხმარებლები საქველმოქმედო პლატფორმის საშუალებით დაეხმარნენ, რომ ნიუ-იორკში International Children's Film Festival -ზე საკუთარი ფილმის ჩვენებას დასწრებოდა. მას შემდეგ „ჯიბის კაცმა“ უკვე 8 ჯილდო მიიღო და კიდევ აგრძელებს ფეტივალებზე მონაწილეობას. პატარა პიანისტმა, ანაჰიტმა კი წელს ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვა. ეს პატარა ვირტუოზი მხოლოდ საკუთარი სმენით, ნოტების გარეშე უკრავს კლასიკასა და ჯაზს. გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და პარიზში ფესტივალზე გასამგზავრებლად მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. ანაჰიტი უკვე შეამჩნიეს სამშობლოშიც და საზღვარგარეთაც. წლევანდელ ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე გამარჯვება მისი მუსიკალურ წარმატებაში მომდევნო ნაბიჯია. CES (Creative Education Studio)-ში რეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა გაორმაგდა მას შემდეგ, რაც თიბისი სტატუსის დახმარებით შეიძინეს 5+1 უახლესი აუდიო სისტემა, რომელიც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მუსიკალურ სფეროში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ. www.statusdonates.ge თიბისი სტატუსის საქველმოქმედო ვებპლატფორმაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციებისა თუ ადამიანების დაფინანსებაში, რომელთაც მათი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. საიტზე განთავსებული ვიდეოისტორიების ნახვის შემდეგ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი. (R)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)