14:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 14:10:57, 1845 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ესტონეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა სასურველია სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ამოქმედება. ყურადღება დაეთმო სექტორულ თანამშრომლობას. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ასპექტების შესახებ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო ორგანიზაციები და რეიტინგები ადასტურებენ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ. ,,ესტონეთს, როგორც ერთ-ერთ კონტრიბუტორ ქვეყანას, შეუძლია თამამად იყოს იმ წარმატების თანაზიარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მხარეებმა ნოემბერში დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველო წარდგება, როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველა აღებული ვალდებულება შეასრულა. პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოფიციალური ტალინი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი აფასებს ესტონეთის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოსა და ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics