14:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 10:48:34, 1991 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო აღშფოთებას გამოთქვამს.

„უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, მანჰეტენზე განხორციელებულ ტერაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics