|
2017-10-30 18:03:50, 2053 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდული პროგრამის ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა
„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბების" (SKYE პროგრამა) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა. ტრენინგები მედიაციის სახლში მიმდინარეობდა. 14 ლიდერს შესაბამისი სერტიფიკატი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ გადასცა. პროგრამა პილოტურ რეჟიმში თბილისში, რუსთავში, ლაგოდეხში, გორში, რუსთავსა და ბათუმში ჩატარდება. ლიდერები შინაარსობრივი ტრენინგების გარდა გაეცნენ იმ მიდგომებსა და ღირებულებებს, რომლებზეც აგებულია ევროპაში აღნიშნული ახალგაზრდული კლუბები. ლიდერთა გადასამზადებელი სასწავლო მოდული შემუშავდა რუმინეთის New Horizons Foundation - ის ტრენერების მიერ. ასევე, ლიდერებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბულინგის, კონფლიქტის მართვისა და ახალგაზრდებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ, რომლებიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდულ საქმიანობას შეესაბამება. SKYE პროგრამა აგებულია მოხალისეობრივ საწყისებზე. SKYE კლუბები ოთხი ძირითადი სასწავლო მიმართულებით იმუშავებს: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.
(NS)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)