|
2017-10-30 13:51:41, 5630 ნახვა
Lifestyle
კევინ სპეისიმ აღიარა, რომ გეია
ჰოლივუდის ოსკაროსანმა მსახიობმა კევინ სპეისიმ საკუთარი ორიენტაციის შესახებ განცხადება გააკეთა. მსახიობმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: "დიდი ხნის განმავლობაში მე მქონდა ურთიერთობები როგორც კაცებთან, აგრეთვე ქალებთან. დღეს ვამბობ, რომ მე გეი ვარ". "ოსკარის" ორგზის ლაურეატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალ BuzzFeed-ში სტატია დაიბეჭდა, რომელშიც მსახიობი ენტონი რეპმა მასზე სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. რეპის მტკიცებით 1986 წელს სპეისიმ ის საკუთარ წვეულებაზე დაპატიჟა და იქ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება ეცადა. აღსანიშნავია, რომ რეპი მაშინ 14 წლის იყო. სპეისი ამტკიცებს, რომ მას ეს შემთხვევა არ ახსოვს: "თუ ეს ნამდვილად ასე იყო, მე ბოდიშს ვთხოვ მას", - უთხრა მსახიობმა ჟურნალისტებს ბრალდებების მოსმენის შემდეგ. კევინ სპეისს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასოდეს უსაუბრია , სწორედ ეს ჩაკეტილობა პერსონის ირგვლივ წლების მანძილზე გარკვეულ ჭორებს ბადებდა. კევინ სპეისი არის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. გაზიარდა კალიფორნიაში. მოღვაწეობა დაიწყო თეატრში 1980-იან წლებში. 2003 წლიდან არის ლონდონის თეატრ ოლდ ვიკის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წლიდან ასრულებს ფრენკ ანდერვუდის როლს Netflix-ის პოლიტიკურ დრამატულ სერიალში ბანქოს სახლი. ამ როლისთვის მას მიღებული აქვს ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მსახიობს სატელევიზიო დრამატულ ფილმში
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)