|
2017-10-29 10:42:49, 1804 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნებში გამარჯვებისთვის მთავარი ფინანსური რესურსი არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების სისტემური გამოყენება არ ხდებოდა. „ ერთეულ შემთხვევებზე რეაგირება აუცილებელიცაა და ბუნებრივია, იუსტიციის მინისტრი ყველას აქეთკენ მოუწოდებს. ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ამ ყველაფრის ყველაზე ნათელი დასტური არის სოციოლოგიური კვლევისა და არჩევნების შედეგების დამთხვევა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ინტერვიუში. კითხვაზე-როგორ ხსნით იმას, რომ მმართველ ძალას ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები მათ რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს არ შეესაბამება: „ რეალურად, ოპოზიციის მიერ შემოსავლებისა და ხარჯებს დამალვა ხდება. ეს პრაქტიკა იყო 2016 წლის არჩევნებზეც და იგივე პრაქტიკა არის სამწუხაროდ, 2017 წელსაც. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს მთლიანად ოპოზიციის მიერ დაახლოებით 10 მილიონი ლარი იყო დეკლარირებული, მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები და ხარჯები ჯამში დაახლოებით 100 მილიონ ლარს მაინც შეადგენდა. ათმაგ სხვაობაზეა საუბარი და 2017 წლის არჩევნებშიც ანალოგიური სხვაობა იყო. დეკლარირებული შემოსავალი და გასავალი ამ არჩევნებში იყო დაახლოებით 1 მილიონი ლარი, შესაძლოა პლუს-მინიუს ვცდებოდე. 1 მილიონ ლარზე ბევრად მეტი დაიხარჯა ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მიერ ამ არჩევნებში. ეს არის პრობლემა. ჩვენ ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას ვახდენთ, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ბუნებრივია სასაცილოდ არ ეყოფა იმის თქმა, რომ ოპოზიციამ ამ არჩევნებში მხოლოდ მილიონი დახარჯა“,-აღნიშნა კობახიძემ. მისივე შეფასებით, არჩევნებში გამარჯვებისთვის მთავარი ფინანსური რესურსი არ არის, რადგან ოპოზიციას ფული ჰქონდა და წარმატებას ვერ მიაღწია:
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)