20:24 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 12:54:45, 2437 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი შარვაშიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი შარვაშიძის დანიშვნას, რომელიც სამინისტროში ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებას წარუძღვება.

გიორგი შარვაშიძეს აქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის აზიის რეგიონში, საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს კერძო კომპანიებში, ასევე გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება.

მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მიღებული აქვსICN ბიზნეს სკოლის (საფრანგეთი, ქ.ნანსი) და UNICATT-ის (იტალია, ქ.მილანი) საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის, ასევე აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (ჩინეთი, ქ.შანხაი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

გიორგი შარვაშიძე უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics