20:24 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 11:18:07, 2241 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში, კიევში იმყოფება, სადაც,  26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის (The German Marshall Fund of the United States) „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“  მონაწილეობას მიიღებს.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფ ვიქტორ დოლიძე  მოხსენებით წარსდგება კონფერენციის სადისკუსიო სესიაზე: „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალიგზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები“(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare).

დისკუსიის მონაწილეები რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და  არატრადიციულ საფრთხეებთან ბრძოლის საშუალებებზე  იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგების“ მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების, ასევე, ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი პოლიტილოგებისა და ანალიტიკოსების  მონაწილეობით ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა და მსჯელობა ყველაზე მწვავე უსაფრთხოების გამოწვევებზე.

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics