19:32 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 18:36:22, 3072 ნახვა

პოლიტიკა
3 638 უბნის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მასშტაბით არსებული 3 644 საარჩევნო უბნიდან 3 638 უბანზე ამომრჩეველთა ხმები უკვე დაითვალა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 3 638   უბანზე პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 55,66% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 17,05%-ით, მესამე ადგილს კი, 10,05%-ით „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ იკავებს.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6,55%;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3.27%;

„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ – 2.59%;

„გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ – 1.23%;

„რესპუბლიკური პარტია“ – 0.76%;

„შენების მოძრაობა“ – 0.76%;

„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ – 0.61%.

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა-0,15%

დანარჩენმა პარტიებმა ხმათა კიდევ უფრო მინიმალური რაოდენობა მოაგროვეს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics