|
2017-10-21 13:42:00, 1885 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თამარ ჟვანიას ხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა ბიბილაშვილი და თინა ბოკუჩავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდოამრეს თამარ ჟვანიას ხვდებიან. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ამოწმებენ, ვინ მივიდა არჩევნებზე და შესაბამისად მოქმედებენ. ბიბილაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ცესკო რეაგირებას არ ახდენს: „ბოლო კვირების განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით, როგორ აგროვებდა „ქართული ოცნება“ ორგანიზებულად იმ ადამიანების სიებს, რომელიც დასაქმებული იყო საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში და ზოგადად ადმინისტრაციულ სექტორში. შემდგომ პრევენციულად გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს ინფორმაცია და ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული, რომ 12, ან მაქსიმუმ პირველ საათამდე უნდა გამოცხადებულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რომ შემდგომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონოდა საშუალება, ის ხალხი, რომელიც არ გამოცხადდა უბნებზე, ძალდატანებით და იძულებით მიეყვანა საღამოს რვა საათამდე და ხმა მიეცემინებინა „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის. ჩვენ ეს ინფორმაცია გავასაჯაროვეთ-„ქართული ოცნების“ დამკვირვებლები იდგენ რეგისტრატორების უკან, ახდენდნენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ზუსტად იმ მიზნით, რომ მოედხინათ სიების გადამოწმება. ცესკოს ამაზე რეაგირება არ ჰქონია“,-აღნიშნა ბიბილაშვილმა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცესკო-ში მისვლამდე საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ დამკვირვებლებს და სუბიექტის წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან დააკვირდნენ. უფრო მეტიც, ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, არ შეზღუდოს დამკვირვებლების უფლების მქონე პირების კანონიერად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება: „ცესკოს საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორთან. კონკრეტულად კი სიაში მონაცემების შემოწმება და დაფიქსირება. აღვნიშნავთ, რომ დამკვირვებლებს და სუბიექტის წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას დ არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, არ შეზღუდოს დამკვირვებლის უფლების მქონე პირების კანონიერად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)