|
2017-10-20 19:40:11, 1653 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და რეგიონებში საერთო ჯამში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა გაორმაგდა
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადაპტირებული საარჩევნო უბნებისა და სპეციალური კაბინების რაოდენობა, რომლის მეშვეობითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ხმა დამოუკიდებლად მისცენ. კერძოდ, 2017 წლის არჩევნებისთვის საერთო ჯამში თბილისში 251, ხოლო რეგიონებში 902 ადაპტირებული საარჩევნო უბანი გაკეთდა. 2016 წელს დედაქალაქში 156, რეგიონებში კი 425 ადაპტირებული საარჩევნო უბანი იყო შექმნილი. უფრო კონკრეტულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია: უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა; მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა; ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები; ყრუდა სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი; ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი; საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს. ამასთან, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ზედა კიდურები: არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას; საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“, აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით; ამომრჩევლის თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში. აღსანიშნავია, რომ ცესკომ უზრუნველყო შშმ პირთა სერვისების შესახებ ვიდეო რგოლის მომზადება; ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეო რგოლი ხელმისაწვდომია ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა); ცესკოს ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში, ვიდეო ზარის მეშვეობით, შეუძლიათ მიიღონ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჟესტურ ენაზე; კენჭისყრის დღეს, ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა); საარჩევნო პერიოდში, ბანერში ,,საარჩევნო რუკა“ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალ იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შესახებ, რომლებიც ადაპტირებულია. (იხილეთ ბმული: http://map.cec.gov.ge/) ამომრჩეველს ხვალ შესაძლებლობა ექნება, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩიოს. არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 54 ათასზე მეტი წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 ათასზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი დააკვირდება. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)