17:35 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 19:25:23, 2916 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება

მიმდინარე  წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.

ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 07:00 საათზე, ხოლო კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე ტარდება.

წელს საერთო ჯამში  9 546 450 ბიულეტენია დაბეჭდილი.

ამომრჩეველს ხვალ საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის  ბიულეტენი:

ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად;

მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად;

მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად 1088 მაჟორიტარული განსხვავებული სახის ბიულეტენია დაბეჭდილი.  ასევე, 64 სახის სხვადასხვა პროპორციული სიის და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერის არჩევნებისათვის 64 განსხვავებული სახის ბიულეტენი.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე).

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics