07:43 - 26 Jun, 2026
|
2017-10-20 15:09:09, 1981 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება
საქართველოს სახალხო დამცველი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რა დროსაც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი დაიჭრა. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. „მითუმეტეს საგანგაშოა, რომ ასეთ მძიმე ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე ორი დღით ადრე“, - აცხადებს ომბუდსმენი. სახალხო დამცველი დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ოპერატიულად და ეფექტურად ჩატარდება და გამოძიების პროცესში არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)