07:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 13:30:07, 1938 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ იხსნება, ცესკო  გადასატან ყუთს მიიტანს. 

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს.

„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები  ხმას მისცემენ როგორც პროპორციულ, ისე, მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში. მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იგივე ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მისდამი დაქვემდებარებულ   დაწესებულებებში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics