|
2017-10-20 10:25:27, 1844 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბელგიის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერს შეხვდა
საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდახუთიწლის თავზე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბელგიას წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და რეფორმების განხორციელების კუთხით აღმოჩენილი თანადგომისთვის. საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოში ბელგიური ბიზნეს დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბელგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ბიზნეს შესაძლებლობებს. აღინიშნა თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკის ,მწვანე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია ბევრი საინტერესო პროექტის შემოთავაზება თქვენი ბიზნეს წრეებისათვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ ევროპას", აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. დიდიე რეინდერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ბელგიის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა ინტერესი აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში.
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)