|
2017-10-19 11:34:28, 1601 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი წარმატებულად შეაფასა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს წარმატებული უწოდა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ლაიტმოტივად გასდევდა ის, რომ საქართველო რეფორმების კუთხით, რეგიონში ლიდერია: „მინდა, შევეხო საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენმა დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 11-15 ოქტომბერს ჩაატარა ძალიან წარმატებული ვიზიტი აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის კუთხით, მაგრამ ეს ვიზიტი არ შემოიფარგლება ამ შეხვედრებით. იყო შეხვედრები როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებთან, კონგრესის წარმომადგენლებთან. მთლიანი ლაიტმოტივი ამ შეხვედრების იყო საქართველოს წარმატება და ის, რომ საქართველო არის ნამდვილად რეფორმების კუთხით ლიდერი რეგიონში. ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით, სახელმწიფომ განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და 2017 წლის დასაწყისში დაწყებული უმნიშვნელოვანესი ფისკალური და საგადასახადო რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დადებითი ტემპი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშრომლობის 5-წლიანი ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე. ამ დოკუმენტის მთავარი მიმართულებები, რეგიონულ განვითარებასთან ერთად, იქნება განათლება და ინოვაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, გამოთქვეს მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. არის ძალიან კარგი გეგმები სისტემური განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან 2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში მუშაობას დაიწყებს საპენსიო სისტემის დამატებითი მოდელი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს და ამის პარალელურად კაპიტალის ბაზრის ახალი პროექტის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ კომპანიებმა- "ჯეიპი მორგანმა“ და Deutsche Bank-მა გამოხატეს ინტერესი, საფონდო ინსტრუმენტების განვითარებისა და საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით საქართველოსთან ითანამშრომლონ: „ასევე მნიშვნელოვანი იყო კონგრესში შეხვედრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ს კონგრესის. მინდა მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის ქვეყანას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა დაუწევს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები. შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური. ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის ჯანსაღი, კორუფციის ინდექსი არის დაბალი და საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვის და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის კონკრეტულად კონგრესმენ დევიდ პრაისის სიტყვები. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი შეფასებები კეთდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა საქართველოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა: „დელეგაციაში იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის საინტერესო ძალიან ბევრ შეხვედრაში. ერთი მხრივ, ძალიან კარგი კოორდინაცია მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, არის სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველთაგანი, რომელიც ქმნის ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ძალიან მნიშვნელოვან საძირკველს. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვაქვს ქვეყანაში სამუშაო იმისთვის, რომ ეკონომიკური ცხოვრების დონე ავწიოთ, მაგრამ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ტენდენცია, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას, ძალიან ჯანსაღი და დადებითია. ამ ტენდენციით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში თვისობრივად შეიცვალოს ცხოვრების დონე“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)