16:46 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 15:55:03, 2367 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი იქნება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი გახდება, რაც კომპლექსურად, სპეციალური წესით განისაზღვრება.

მერობის კანდიდატის თქმით, თუ შესაბამისი სამსახურები არ დაადასტურებენ, რომ მოთხოვნები სტანდარტებს აკმაყოფილებენ, მშენებლობებზე ნებართვები არ გაიცემა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი მერობის პირობებში, საცხოვრებელი კორპუსებითვის სამშენებლო ნებართვების გაცემა სპორტული მოედნების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და პარკების ხარჯზე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა უნდა მოხდეს სწორად და თანმიმდევრულად, ხოლო იმისთვის, რომ თბილისში აღარ გაგრძელდეს უსახური შენობების მშენებლობა, განსაკუთრებული ყურადღება ვიზუალური სტანდარტის შემუშავებაზე გამახვილდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics