17:35 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 12:52:22, 1988 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა, სადაც სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. 

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მარადიულობის და რწმენის დღესასწაულს. სვეტიცხოველი საქართველოსთვის არის ერთობისა და სიძლიერის სიმბოლო. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო, ყველას ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics