|
2017-10-14 12:39:28, 2068 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიური ფაროსანას განადგურებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ რეკომენდციებშია აღნიშნული, აზიური ფაროსანა შენობებსა და დახურულ სივრცეებში, მოსპობის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, მათი მექანიკური განადგურებაა. სურსათის ეროვნული ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რამდენიმე მარტივ რჩევას აძლევს აზიური ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად. ,,გამოიყენეთ კარის ბადეები, გაიტანეთ ყველანაირი მცენარე საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ აზიურ ფაროსანას. ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები. თუ თქვენს სახლს აქვს ბუხარი დახურეთ მისი საკვამური. ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავვლობაში მტვერსასრუტს არასასიამოვნო სუნი ექნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა, ღამით საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე მოათავსეთ ნათურა. აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებსა და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება, თუმცა მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას. დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა’’, - ნათქვამია რეკომენდაციებში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)