17:35 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 17:34:49, 1919 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებმა, ლოგოპედებმა და სპეცპედაგოგებმა გადამზადების კურსი გაიარეს

თბილისის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებმა, ლოგოპედებმა და სპეცპედაგოგებმა გადამზადების კურსი გაიარეს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, აღნიშნული სპეციალისტების გადამზადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყო. 

თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეცპედაგოგების გადამზადების პირველი ეტაპი შარშან დაიწყო და 100-მდე სპეციალისტი გადამზადდა, მეორე ეტაპის ფარგლებში კი გადამზადების კურსი 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. გადამზადებულ კადრებს ნოემბერში ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები გადაეცემათ. ისინი ასევე მიიღებენ გზამკვლევებს, რომელიც შარშანდელი ტრენინგის ფარგლებში შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზამკვლევი მანამდე არ არსებობდა. გარდა ამისა, დაგეგმილია ერთიანი სახელმძღვანელოს შექმნა სპეცპედაგოგებისთვისაც.  

ამ ეტაპზე ფსიქოლოგის, ლოგოპედის და სპეცპედაგოგის შტატი თბილისის ყველა ბაღში არსებობს, რაც სააგენტოს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ძირეული რეფორმის შედეგია. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics