|
2015-05-01 12:43:37, 445 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ იზიარებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. "სრულიად ნათელია, რომ საზოგადოებაში რადიკალურ ცვლილებებს ითხოვენ. არსებული მართვის სტილმა წარმოდგენილმა კნადიდატმა, მთავრობის უნიათობამ, საზოგადოება და ქვეყანა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. პარლამენტში წარმოდგენილი კაბინეტი არის იგივეს განმეორება, რაც აქამდე იყო და რამაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისში შეიყვანა და არასტაბილურობის განცდა შექმნა. ვიზიარებთ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, უფრო მეტიც ველით პრეზიდენტისგან, რომ ეს ერთი კვირა დროის გაწელვა არ იქნება და ის რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ საზოგადოებამ და ქვეყანამ რეალური ცვლილებები მიიღოს. მზად ვართ ამ პროცესში ჩავებათ. ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას. მთავარია, რომ მივიღოთ ამ 7 დღეში რეალური შედეგი. ჩვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს არაფორმალური მართვის დასრულება და მთავრობის სრული ფორმირება. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)