|
2017-10-11 17:50:18, 2260 ნახვა
საზოგადოება
ბიუჯეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძირითადი თანხების მოზიდვას დონორი ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, ამ მავნებელს ებრძვიან ავსტრიაში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში. მისივე თქმით, აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ს 34 შტატში და 21 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში. „აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს, ბიუჯეტი ითვლება და ის იქნება საკმაოდ სოლიდური. თუმცა კონკრეტულ თანხაზე საუბარი მხოლოდ დონორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ რისკები სწორად გათვალა და მიმდინარე წელს ყველა ღონისძიება მსოფლიოში ნომერ პირველი სპეციალისტების რეკომენდაციით განახორციელა, შეწამვლისას კი ნომერი პირველი წამალი გამოიყენა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება და მასში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც მავნებლის გასანადგურებლად უკვე გატარდა. ხაზი გაუსვა, რომ წამლობის პროცესი ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ეს ყველაზე ეფექტური იყო. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები. აზიური ფაროსანას თემა დღეს საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობდნენ. (NS)
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)