|
2017-10-10 20:26:45, 2430 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საკრებულოსთან მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენების გამო, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების პროტესტს გამოეხმაურა. კობახიძემ, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს, საკრებულოს გადაწყვეტილება სამართლებრივად განუმარტა. „ელემენტარული პრინციპების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, კონსტიტუციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების თანახმად, უნდა იყოს მკაფიოდ გამიჯნული სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს ორადორი ფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი, მათ შორის, დეპუტატი ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში, ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობა და ეს არის სახელმწიფო აუდიტი. ერთიც და მეორეც არის მკაფიოდ მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, სწორედ კონსტიტუციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის სულისკვეთების შესაბამისად. ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ საკრებულოს ხელმძღვანელობისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი საკითხი, რომელზეც დამატებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მითითება გაკეთდა სწორედ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპზე, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ არ დაუშვეს დეპუტატები საკრებულოს შენობაში, და მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი იყო მათი განმარტებით, წინა პრაქტიკა, წინა სხდომაზე მომხდარი ინცინდენტი, როცა არ მიეცა საკრებულოს სხდომის სათანადოდ გამართვის საშუალება, და უფრო მეტიც, იქ გაისმა მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომას არ ჩაატარებინებდნენ საკრებულოს და არ მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო საბოლოოდ მიღებული. ეს არის წინა ისტორია, ეს არის სამართლებრივი განმარტება და ეს მოდის საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)