00:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 19:17:38, 2120 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას 14 ოქტომბერს გამართავს

„დღეიდან პუშკინის სკვერი არის ბიძინა ივანიშვილის გარაჟი, ბოტანიკური ბაღი კი, მისი პირადი ბოსტანი“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს აქციის დასასრულების შემდეგ განუცხადა.

უდუმაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე მათი თანამებრძოლი და ამ დროისთვის მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება.

"ის ადგილი სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, აღარ არის პუშკინის სკვერი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ ადგილს დღეიდან ჰქვია - ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი. დიახ, გარაჟი, რადგან მას სავარაუდოდ ავტოფარეხის მნიშვნელობა არ ესმის. ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ და რის ხარჯზე? რა ხდებოდა დღეს საკრებულოს შენობის წინ? საერთოდ გამოკეტეს ყველაფერი, შეიყუჟნენ შიგნით, გამოყარეს ჩვენი დეპუტატები და მათ შორის ძალის გამოყენებით. ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციაზე. დაკავებულია 10-მდე ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენ ვცდილობთ მათი ადგილსამყოფელის დადგენას, მაგრამ ჩვენ კი არა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსაც კი, უჭირთ", - განაცხადა უდუმაშვილმა და დასძინა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კოტე იოსელიანთან დაკავშირებას ცდილობენ.

ამასთან, უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს შენობა "დღეს იყო პოლიციის იზოლატორი და არა თვითმმართველობის ორგანო".

"არავის ეგონოს, რომ ამით ბრძოლა დასრულდა. დღეს ვერ მივაღწევთ გამარჯვებას, ხვალ აუცილებლად გამოვა. აუცილებლად დავიბრუნებთ თბილისის დაკარგულ ტერიტორიებს. ვაანონსებ შაბათს, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიან აქციას. ბრძოლა არ დასრულებულა", - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics