|
2017-10-10 15:24:30, 1730 ნახვა
პოლიტიკა
ახვლედიანი საკრებულოს ოპოზიციას მოუწოდებს, ინტერფრაქციული შეხვედრა ჩაატარონ, რათა „წინ აღუდგნენ უკანონობას"
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა მამუკა ახვლედიანმა საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის კაბინეტი დატოვა. მამუკა ახვლედიანი ალიბეგაშვილთან შესული იყო შეკითხვით - „რატომ არღვევს კანონს და არ უშვებს პარლამენტის წევრებს სხდომაზე“. ახვლედიანის თქმით, ალიბეგაშვილმა მას განუცხადა, რომ სხდომა მშვიდ ვითარებაში უნდა ჩატარდეს. "იმედი არ მქონდა, რომ რაიმე კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდით. პასუხი იყო, რომ მათ უნდათ სხდომა ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში. იშველიებდნენ წინა სხდომის მომენტებს, როცა არ ეძლეოდათ სხდომის ჩატარების საშუალება. ყოველგვარი პროცედურული დარღვევით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. საკრებულოს სხდომა ყველასთვის ღიაა. მითუმეტეს პარლამენტის დეპუტატებს აქვთ უფლება, სათათბირი ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა, რაზეც მკაცრ უარს ვიღებთ. ამიტომ 21 ოქტომბერს უნდა დავუსვათ წერტილი ამ ძალისმიერი მეთოდებით გამოყენებას", - აღნიშნა ახვლედიანმა. ის ევროპული საქართველოს სახელით, მოუწოდებს საკრებულოს ოპოზიციას, დღეს ჩაატარონ ინტერფრაქციული შეხვედრა და მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ მოიქცნენ სხდომაზე,რა დამოკიდებულება ექნებათ უმრავლესობის წინააღმდეგ, რათა "წინ აღუდგნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღების მცდელობას". ცნობისთვის, დღეს საკრებულოს სხდომაზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში ორ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ. საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდება. დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)