08:39 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 10:05:59, 404 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობდა, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ბოდიში უნდა მოუხადოს

„ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს და თითოეულ ჯარისკაცს“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„გუშინ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე და ჩვენ დღის ბოლოს ვიხილეთ სიუჟეტი ჯერ იმედის ეთერში, შემდეგ რუსთავი ორის და ასე შემდეგ, ქართველ ჯარისკაცებზე, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიღაც წყაროზე დაყრდნობით. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს და თითოეულ ჯარისკაცს. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მართლაც საამაყო გმირები არიან ჩვენი ჯარისკაცები. აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სადაგმობი ფაქტი იყო ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ყველამ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ამიტომ მე მოგიწოდებთ, საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ჯარისკაცებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ფრანგი და ქართველი სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics