|
2017-10-10 13:21:17, 816 ნახვა
რეგიონი
რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ოქტომბრის 10.00 საათის მდგომარეობით, 115 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. მოსახლეობის შემოსავლებმა 736 ათას ლარს გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის" ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე გაიცემა სუბსიდიის სახით 2 ლარი. ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან, ჯამში 1 კგ ყურძნის ფასი 7 ლარს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). რაჭაში 12 ღვინის კომპანია იღებს რეგიონის ყურძნის მოსავალს. სულ დარეგისტრირებულია 25 ღვინის კომპანია, მათგან 6 ადგილობრივი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება. რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 10 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 132 მლნ ლარს მიაღწია. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)