22:40 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 10:39:28, 961 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩინეთის ელჩს ძი იენჩის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა.

აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის ზურაბ პატარაძე სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, განსაკუთრებული პოპულარობით კი ქართული ღვინო სარგებლობს.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს უკვე დაწყებული თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. ჩინურმა მხარემ სურვილი გამოთქვა ჩინური ენის კურსების გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, რაშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული.

ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, კერძოდ, სამომავლოდ, რეგიონის ციტრუსის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას საელჩოს მდივანი დენგ სუგუანგი და კონსული ლი ჭუო, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ("Tbilisi Belt and Road Forum"), რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობას და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას.

ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საჯარო უწყებების სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics