|
2017-10-04 16:43:55, 1257 ნახვა
სამხედრო
პრინცი ჰარი მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების გამარჯვებაზე: ამას არავინ ელოდა
საბრძოლო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშების - Invictus Games-ში ქართველების გამარჯვებას დიდი ბრიტანეთის სამეფოს პრინციპი ჰარი გამოეხმაურა. როგორც პრინცმა თამაშების საზეიმო დახურვაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არავინ ელოდა, რომ ქართველების გუნდი, რომელსაც 3 წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა. „თავადაც ვერ წარმოვიდგენდი იმ მასშტაბს, რისი მოწმენიც თამაშებზე გავხდით. გაგაფრთხილეთ, მზად ყოფილიყავით კონკურენციისთვის, თუმცა არავინ ელოდა, რომ ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა“, - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ. ამასთან, პრინცმა ჰარიმ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში სპორტის როლზეც ისაუბრა. თამაშების დამაარსებელმა ასევე რამდენიმე განსაკუთრებული მოთამაშეც გამოჰყო. პრინცმა მოუწოდა თამაშების მონაწილეებს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ყოფილ თანამებრძოლებს და იმუშაონ საზოგადოებასთან, რათა სხვა დაჭრილ სამხედროებს დაეხმარონ. "დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაშებზე, რომელიც სიდნეიში ჩატარდება, ნაცნობ სახეებს ვნახავ. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ იმ სამხედროებმა, რომლებმაც წლევანდელ თამაშებს სახლში უყურეს, გადაწყვეტენ ჩამოსვლას და საკუთარი ქვეყნის დროშის აფრიალებას Invictus Games-ში", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)