06:24 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 17:08:32, 3016 ნახვა

ეკონომიკა
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ მომხმარებელს ფასდაკლების ბარათი შესთავაზა

ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ფასდაკლების ბარათი გამოუშვა.

ფასდაკლების ბარათით მშენებლობა და რემონტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მომხმარებელს საშუალება ექნებათ ათასეულობით დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასები და საჩუქრები მიიღონ. ფასდაკლების ბარათის მფლობელები „გორგიას“ შეთავაზებებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც მიიღებენ. ფასდაკლებით სარგებლობა მომხმარებელს არამარტო ჰიპერმარკეტში არსებულ პროდუქტებზე, არამედ „გორგია პრემიუმისა“ და „იკეას“ შოურუმებშიც შეეძლებათ.

„მშენებლობა და რემონტი, ისევე როგორც ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები „გორგიას“ ჰიპერმარკეტების ქსელში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებით გამოირჩევა. ჩვენი ახალი ფასდაკლების ბარათი მომხმარებელს საშუალებას მისცემს „გორგიაში“ არსებული ათასეულობით პროდუქტი კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძინონ და მშენებლოს, რემონტისა თუ სახლის მოწყობის პროცესი კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო გახდეს,“ - აცხადებენ გორგიაში.

მომხმარებელს ფასდაკლების ბარათის მიღება ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ ყველა ფილიალში - დიდუბეში, გლდანში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში სრულიად უფასოდ შეეძლება.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ექვს ჰიპერმარკეტს აერთიანებს. წლის ბოლომდე „გორგიას“ ქსელი კიდევ გაფართოვდება და ორი ჰიპერმარკეტი დაემატება.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics