06:25 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 15:26:30, 2133 ნახვა

ეკონომიკა
მილანში ქართული პროდუქცია გამოიფინება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში „LINEAPELLE“  სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. 
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მილანის გამოფენაზე ქართული სტენდის ქვეშ, ტყავის პროდუქციას კომპანიები: შპს „ჯეოპელი“, შპს „ფილიმასკა“ და შპს „დერი სტანდარტი“ წარმოადგენენ. 
სამინისტროს ცნობით, ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი ბიზნეს და სავაჭრო კავშირები დაამყარონ გამოფენაში მონაწილე უცხოურ კომპანიებთან და  აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.  
სავაჭრო გამოფენა რომელიც მილანში 4-დან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 1981 წლიდან  დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. 
 გამოფენას 22 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება. 
მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 

 
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics