|
2017-10-02 17:03:29, 1591 ნახვა
სამხედრო
ბათუმის ფრინველების საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი კონფერენციით დასრულდა. როგორც კონფერენციის დახურვაზე აღინიშნა, ფრინველებზე დაკვირვების 2017 წლის სეზონი აჭარაში განსაკუთრებული იყო. ორგანიზაცია BRC (ბიარსი)-ის წარმომადგენელის იოანეს იანსენის ინფორმაციით წელს, ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. აღირიცხა 1591 მდელოს ბოლობეჭედა, მათ შორის 400 მხოლოდ ერთ დღეს, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია და ბათუმი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც ამის ნახვაა შესაძლებელი. ასევე აღირიცხა დიდი რაოდენობით კრაზანაჭამია ირაო და ძერა. „წელს, ბათუმში მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად მეცნიერები, მოხალისეები და ტურისტები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ეწვივნენ. ჯამში, რეგიონს ფესტივალის ფარგლებში 250-ზე მეტი ფრინველებზე დაკვირვების სპეციალისტი და მეცნიერი სტუმრობდა. მათ შორის, მსოფლიო დონის ორნითოლოგები ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და ინგლისიდან. ფესტივალის ფარგლებში 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა ყოველდღიური გასვლითი ექსკურსიები გადამფრენი ფრინველების პლატფორმებზე, საღამოობით კი იმართებოდა ლექციები და სემინარები,“- აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. ზოგადად, შემოდგომის მიგრაციის პერიოდში ბათუმის სამიგრაციო დერეფანში მილიონზე მეტი ფრინველი ფიქსირდება. ამ ეტაპისთვის დათვლილია 850 000 მტაცებელი ფრინველი. აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების სეზონი 16 ოქტომბრამდე გრძელდება. (NS)
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)