|
2017-09-30 13:19:30, 1728 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 16.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 16.4 მილიარდი აშშ დოლარი (39.5 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 113.1 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 617.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 385.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 208.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 4.6 და 18.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.0 მლრდ აშშ დოლარი (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.0 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 244.6 მლნ აშშ დოლარი (588.8 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 835.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი) და 885.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.4 მლრდ აშშ დოლარი (8.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.6 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.9 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 68.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.0 მლრდ აშშ დოლარია (9.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.4 პროცენტია. 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 46.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო - 5.4 მლნ აშშ დოლარით. 2017 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 244.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)