20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 17:21:03, 2156 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

27-29 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისსპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვევა.

კრისტიან ვიგენინი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. კრისტიან ვიგენინის ჩამოსვლის მთავარი მიზანია უკეთ გაეცნოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებას, ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და ამ პროცესში პარლამენტის როლზე. ასევე, განვიხილავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების სოციალურ პრობლემებს და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა კონფლიქტის საკითხების განსახილველად და მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

კრისტიან ვიგენინი წეროვანში და თბილისის ზღვის ახალ უბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics