|
2017-09-25 14:57:21, 789 ნახვა
რეგიონი
მსხივილი ყაზახური ტურისტული კომპანიები აჭარით ინტერესდებიან
მსხვილი ყაზახური ტურისტული კომპანიები აჭარის მიმართულებით მუშაობას იწყებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ინფოტურის ფარგლებში ტურსააგენტოების მენეჯერები რეგიონს სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოთხდღიანი ინფოტურისას მონაწილეები რეგიონის საზღვაო-სამთო და ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. მათივე ცნობით, ისინი უკვე სტუმრობდნენ ბათუმში არსებულ მაღალ და საშუალო ბიუჯეტიან სასტუმროებს, სადაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვან სერვისებსა და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს გაეცნენ. ყაზახურ და ქართულ ტურისტულ სააგენტოებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მიზნით სასტუმრო ინტურისტში მოეწყო ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართველმა და ყაზახმა კოლეგებმა კონკრეტული ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე ისაუბრეს. საქმიანი შეხვედრის დაწყებამდე კი მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია. დღეს, ინფოტურის მონაწილეები უკვე მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც რეგიონის ეკოტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე, მოინახულებენ ადგილობრივ ღვინის მარნებს, სადაც ფოლკლორის მოსმენის და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცემათ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონს ხვალ დატოვებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის განცხადებით, აჭარა მიმზიდველი ტურისტული ადგილი გახდა ყაზახი ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. „ჩვენ ბოლო წლებია რეგიონს აქტიურ რეკლამირებას ვუწევთ ყაზახეთში. შესაბამისად, აჭარა მიმზიდველი ტურისტული ადგილი გახდა ყაზახი ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. წელს, ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში გარე რეკლამით, საბორტო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებით, რეიტინგულ და წამყვან ტელევიზიებში, ონლაინ მედიაში აჭარის შესახებ გასული რეპორტაჟებით კიდევ უფრო პოპულარული გახდა რეგიონი. ეს ყველაფერი კი წლის დასაწყისში ყაზახეთში ჩატარებული ბიზნეს-ტურისტული ფორუმის გაგრძელებაა, სადაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს ყაზახი ბიზნესმენები და სექტორში დასაქმებული ორგანიზაციები გაეცნო. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ რეგიონის რეკლამირებას, ამჯერად უკვე წამყვან ტურისტულ სააგენტოებთან, რომლებიც უკვე უშუალოდ რეგიონში ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით იმუშავებენ“,-განაცხადა ღლონტმა. (NS)
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)