10:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 17:45:57, 2472 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან წამებულის გამზირი დროებით გადაიკეტება

ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს  00:00 საათიდან 25 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო გზა მეტრო „ისნიდან“  სამგორის ქუჩამდე გადაიკეტება.

შესაბამისად, მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ისანთან“ ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით დაიძვრება და კახეთის გზატკეცილის გავლით  ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემა იმოქმედებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics