|
2017-09-22 10:49:00, 2189 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო
თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს - ამის შესახებ დღეს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ განაცხადა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, აფრიკისა და ქაიროს დასახლებების მცხოვრებებს შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო. „ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა. დედაქალაქი უნდა იგრძნობოდეს ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანისთვის. ამიტომ, ის პროექტები და პროგრამა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, ზუსტად ამაზეა გათვლილი - მოხდეს უბნების და რაიონების თანაბარი განვითარება. რა მოგვიტანა მხოლოდ ცენტრალური უბნების და რაიონების განვითარებამ, ყველა ვხედავთ - ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობა-ნაგებობები, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში. ამიტომ ჩვენთვის ყველა რაიონი, ყველა უბანი, მათი განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ქალაქის განვითარების ხედვაზე 4 თვის განმავლობაში მის გუნდთან ერთად კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი მუშაობდა. „მე მგონია, რომ მართლაც საუკეთესო პროგრამა გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძე ამომრჩევლებს ეკოლოგიური გაუმჯობესების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, მშენებლობის სტანდარტების დახვეწის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებზეც ესაუბრა. შეხვედრას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან მამულაშვილიც ესწრებოდა, რომელიც ამომრჩეველს 2017-2018 წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)