|
2017-09-21 10:53:45, 2007 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრი სახელმწიფოების მინისტრებს ხვდება
თეა წულუკიანმა, რომელიც „OGP"-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობაში" თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ. კანადის ფინანსთა და შესყიდვების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დღეს იუსტიციის მინისტრი საფრანგეთისა და იტალიის მთავრობის წევრებს ნიუ-იორკში შეხვდა. საფრანგეთის ციფრულ საკითხთა მინისტრმა მუნირ მანჯუბიმ და იტალიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა მარიანა მადიამ თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს საკუთარი შეხედულებები და სურვილები გაუზიარეს. ამასთან, თეა წულუკიანმა კოლეგა მინისტრებს ის რეფორმები გააცნო, რომელთაც საქართველო ახორციელებს და რომელთა შედეგადაც ჩვენი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ემსახურებოდა მიზანს, თუ როგორ უნდა იმუშაონ მთავრობებმა, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის" სიკეთე ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის. „ჩვენ იტალიას ვუზიარებთ სოფლად სერვისების მიწოდების გამოცდილებას, რომელიც საუკეთესოდ ხდება საზოგადოებრივ ცენტრებში; ასევე, ელექტრონული სერვისების მიწოდების გამოცდილებას, ბიზნესსახლის იდეას და სხვა; საფრანგეთს კი აინტერესებს ელექტრონული მონაცემების ერთიანობა და რეფორმებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. ცხადია, ამ და სხვა ქვეყნებიდან ჩვენ გავიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც მათ უკვე დანერგილი და განვითარებული აქვთ", − განაცხადა თეა წულუკიანმა. „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველომ გუშინ გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP"-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP"-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP"-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს. საქართველო „OGP"-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. „OGP"-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის" ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება. „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. (NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)