|
2017-09-20 16:35:05, 2457 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მითი, განსხვავებული შეხედულების პარტიების შეუთანხმებლობასთან დაკავშირებით, დამსხვრეულია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე დოკუმენტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალა ოპოზიციის მაგალითს მიბაძავს, საერთო თანხმობის დოკუმენტის შესამუშავებლად დათმობაზე წავა, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის საბოლოო კონსენსუსი შედგეს. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტის ამოსავალი "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელშიც ოპოზიციასთან შეთანხმებით ცვლილებები შეეხო -პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების სამართლიანი წესით განაწილების) დაუყოვნებლივ შემოღების საკითხს, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას, საარჩევნო ბლოკებისა და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნების საკითხს, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზების, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსულტაციო პროცესის შედეგად დაიდო თანხმობის დოკუმენტი, რომელიც თავის თავში მოიცავს, კონსტიტუციური მოწყობის როგორც "ქართული ოცნების" ხედვას, ასევე გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრის ხედვებსაც. "იმედი მაქვს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს. უკვე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და ჩვენივე შეფასებითაც, ის კლიშე, რომელიც არსებობდა, რომ თურმე საქართველოში ვერასდროს განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თუ დასხდებიან ისინი ვერავითარ ახალს ვერ შეიმუშავებენ, ეს კლიშეც დანგრეულია. მიხარია, რომ ჩვენ მივედით ამ ერთიან ხედვამდე და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც რატომღაც უკვე მერამდენედ ახასიათებს საქართველოში იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები, მერამდენედ ძალას, რომელსაც გააჩნია საკონსტიტუციო მანდატები, მერამდენედ ასეთი ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ ხელის გადაგრეხა და იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის თავისთავად მიუღებელია",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე. ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რადიკალურად განსხვავებულმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დათმობისა და კონსენსუსის მაგალითი მისცეს მმართველ პარტიას - ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში და იმედია, იგი ამ მაგალითს გაიზიარებს.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)