|
2017-09-19 15:27:33, 2330 ნახვა
ეკონომიკა
მა ფეიჰუა: ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს
ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთაანამრომლობას და ხელს შუწყობს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ. მა ფეიჰუას განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია, საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს და არსებული ბიზნეს გარემო ქმნის კარგ პირობებს უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. „ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ოცზე მეტი ჩინური ბიზნესი და მჯერა, რომ ორმხრივი პოლიტიკური ნდობით და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაღრმავებით, მომავალში ჩვენ გვექნება ბუმი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით. მე მართლა მჯერა, რომ საქართველოს ლამაზი ბუნების, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ტრადიციებს გასაცნობად საქართველოში მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა," - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)