07:45 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 17:38:22, 2131 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ცე-რე-უ“-ს აგენტია

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ცე-რე-უს" "სერიოზული პროექტების" ფარგლებში მუშაობს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ "დამოუკიდებელ გაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ბევრს აქვს სურვილი რუსეთში დაგეგმილი საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაშალოს, ასევ გავლენა იქონიოს ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. სწორედ ამ ძალებს სურთ, რომ რუსეთს უკრაინაში, მოლდოვაში და სავარაუდოდ საქართველოშიც, სერიოზული პრობლემები შეექმნას. სააკაშვილი - არის იდეალური კანდიდატი ამ გეგმის განსახორციელებლად", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე დასძინა, რომ კონკრეტულად არ იცის რისი გაკეთება შეუძლია სააკაშვილს.

"მაგრამ, თუ უკრაინაში სიტუაცია გამწვავდება, დესტაბილიზაციის პროცესი დაიწყება, ეს რუსეთზე გავლენას იქონიებს, რადგან რუსეთს მოუწევს საპასუხო პოლიტიკური ქმედებები მიიღოს, დიპლომატიური ნაბიჯები განახორციელოს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რუსეთში, 2018 წლის 14 ივნისიდან დაიწყება. 11 ქალაქი ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ მატჩებს უმასპინძლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics