|
2017-09-15 12:44:40, 2220 ნახვა
კომენტარი
სირილ მიულერი: მსოფიო ბანკი საქართველოში კვლევას ატარებს, რომ დადგინდეს, თუ რა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას
მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის განცხადებით, ბანკი 25 წლის განმავლობაში საქართველოს პარტნიორია. მიულერის თქმით, საქართველო აყვავებული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელშიც ბევრი წარმატებული რეფორმა განხორციელდა. „ადრეულ წლებში, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, მოსახლეობას ვეკითხებოდი ქუჩაში, რას ელით, საქართველო სად იქნება 5-10 წელიწადში? ბევრი ეჭვით უყურებდა მომავალს, ახლა 25 წლის თავზე ვხედავ ქუჩაში ხალხს, დამოუკიდებელ საქართველოში აყვავებულს. ძალიან ბევრი შოკი გამოვიარეთ ერთად, ერთად გამოვიარეთ ეკონომიკური კრიზისი. როდესაც პირველად საქართველოში ჩამოვედი, ძალიან განსხვავებული იყო დღევანდელთან შედარებით, ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა. საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ის გახლავთ, რომ საქართველო ძლიერი რეფორმატორი ქვეყანაა, მან 25 წლის განმავლობაში ეს დაამტკიცა. ეკონომიკის რეფორმას ახორციელებდა და ეს პროგრესი მომავალშიც უნდა გააგრძელოს“,- აღნიშნა მიულერმა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა იყო, ახლა კი, საშუალო შემოსავლების მქონე გახდა. „ახლა მსოფიო ბანკი საქართველოში კვლევას ატარებს, იმისათვის რომ დადგინდეს, თუ რა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ დავადგენთ რა არის საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოდელი. მე მინდა, პირველ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს მოვუწოდო, რომ საჯარო ფინანსების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორად დარჩება და მომავალშიც მხარს დაგიჭერთ“,- განაცხადა სირილ მიულერმა.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)