|
2017-09-13 19:10:13, 974 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
2017 წლის, 15-17 სექტემბერს, სასტუმრო “SHERATON” -ში, გაიმართება საქართველოს II -ე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის მხარდაჭერით (პროფესორი გ.გრიგოლია) ასევე ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირი (პროფესორი მ.ჩხაიძე), აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის სამუშაო პროცესში და მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სფერის წარმომადგენლები. სამუშაო დღეების ფარგლებში ჩატარდება 3 (სამი) ვორკშოპი, რომელთაგან ერთი ეხება რეგიონალურ ანესთეზიას, ანესთეზიის რეგიონალური ასოციაციის გერმანია (ბერლინი) სერთიფიფატის გაცემის უფლებით. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სკიკერები აშშ –დან, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სასომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციის დასწრების სავარაუდო რაოდენობა 350-400 დელეგატი. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესტეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის. პრაქტიკულად კომფერენცია ორგანიზიულად აერთიანებს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს, მთელი საქართველოს მაშტაბით. (NS)
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)